„ჩვენს ჯგუფს აქვს კონკრეტული პროგრამა. „აწარმოე საქართველოში“ კარგი პროგრამაა, მაგრამ ეს ის არ არის, რომელიც გადაწყვეტს იმ სოციალურ პრობლემებს, რაც დღეს საქართველოშია, კერძოდ, სოფლის მოსახლეობის დამაგრება რეგიონებში და დემოგრაფიული მდგომარეობა“,- ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ სახელით ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.
როგორც ინჯია ამბობს, პრემიერის მიერ წარმოდგენილი 10-წლიანი პროგრამა დღევანდელ საჭიროებებთან და პრობლემებთან ნაკლებად არის დაკავშირებული.
„რა თქმა უნდა, მთავრობას უნდა ჰქონდეს შორსმჭვრეტელი 10-წლიანი გეგმაც, მაგრამ იმისათვის, რომ საქმე გადაწყდეს, ალბათ სასურველი და კარგი იქნებოდა, რომ იყოს მოკლე ვადიანი, 3-წლიანი პროგრამები მაინც. დღეს სოფელს სჭირდება გადამამუშავებელი მრეწველობა, სამაცივრო საწარმოები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და რომლებიც სტიმულს მისცემს გლეხობას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.










