პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „აჭარის“ ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობა სამედიცინო პერსონალის მისამართით ისეთ სიტყვებს იყენებს, რაც სამედიცინო პერსონალს არ დაუმსახურებია.
„მინდა მოსახლეობას მივმართო: რაღაც ისეთი სიტყვები ჩნდება, რომლებიც ძალიან არ მომწონს. მაგ: ქაოსი, მოუწესრიგებლობა და ა.შ. ეს არ ჩვევია თანამედროვე მედიცინას. ცუდია, იმიტომ რომ არ შეიძლება სულ ქაოსში ვიყოთ. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ქაოსი თავიდან ყოფილიყო აცილებული“, – განაცხადა ლევან რატიანმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.











