ვვარაუდობთ, რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ გაითვალისწინა შესწორების ოქმები, რომლებიც გახლავთ შემაჯამებელი ოქმების შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ოქმებში ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით განაცხადა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია ე.წ. დისბლანსთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია გაავრცელეს, როგორც 1-ელ ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს, მაშინ როდესაც გამოაქვეყნეს პარალელური დათვლის დაზუსტებული მონაცემები. ჩვენთვის ეს მონაცემები არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ეს მონაცემები რადიკალურად განსხვავდება საუბნო-საარჩვენო კომისიების, ცესკოს მიერ დამუშავებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან. ვვარაუდობთ, რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ გაითვალისწინა შესწორების ოქმები, რომლებიც გახლავთ შემაჯამებელი ოქმების შემადგენელი ნაწილი. არაერთი არჩევნებია, ისინი წარმოდგენენ სამართლებრივ მექანიზმს შემაჯამებელი ოქმებისას. ცესკომ დაამუშავა და გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით, ე.წ. დისბალანსი და ბიულეტენების მეტობა არის სულ 19 შემაჯამებელ ოქმში, რაც საქართველოს მასშტაბით გახსნილი უბნების 0,52%-ია. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებს“ მოუწევს, წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ამასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს დ ამ ფაქტის შესწავლა და განხილვა“, – განაცხადა იოსელიანმა.











