„ორი კვირაა ითხოვენ გადაიყვანონ კერძო კლინიკაში- ზოგი საავადმყოფოსაც ამბობს და ისიც ვერ გაიგეს, რომ საავადმყოფოშია ის ადამიანი, ოღონდ პენიტენციური სისტემი დაწესებულებაში საავადმყოფოში და თან მულტიფუნქციურში“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ საუბრობს.
იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა სურთ, მამუკა მდინარაძე ითხოვს მტკიცებულებებს, რომელიც სამედიცინო სერვისი არ ჩაუტარდა მას ამ დრომდე.
„როდესაც კადრებზე მიდის საუბარი, თავად არ ითხოვდნენ ამ კადრების გამოქვეყნებას სამი დღის განმავლობაში, თუ ეს მართლაც ტყუილია რასაც ჩვენ ვამბობთ? მოდით გამოაქვეყნონ კადრებიო და შემდეგ აღშფოთდნენ კადრების გამოქვეყნებაზე.
პირველი კითხვა – ორი კვირის განმავლობაში რა სამედიცინო სერვისის გაწევა ჭირდებოდა სააკაშვილს და ვერ ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება? კონკრეტულად რა ჭირდებოდა და რა ვერ განხორციელდა?
მეორე კითხვა – დღეის მდგომარეობით, როცა ასევე ითხოვენ სამედიცინო კლინიკაში გადაყვანას ოღონდ კერძოში, რა სამედიცინო ჩარევის საჭიროებაა, რომელიც შეუძლებელია ჩატარდეს პენიტენციური სისტემის სამედიცინო დაწესებულებაში? დაასახელონ ერთი თუნდაც.
ასევე შემდეგი კითხვა – ევროსასამართლოს გადაწვეტილების შესრულებისკენ, რომელიც დაჟინებით მოითხოვა, ვინმე მოუწოდებს პატიმარ სააკაშვილს რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა?
მართლაც ხომ არ არის გართულების ინტერესი სხვა მხარეს? შეუძლებელია ეს ინტერესი რომელიმე ადამიანს, თუ ის მართლაც ადამიანია ჰქონდეს. თუნდაც არაადამიანი იყოს ვინმე ხელისუფლებაში, მას ჰქონდეს სუბიექტურად თუნდაც ეს ინტერესი, ამ დაშვებაც გავალ და ამ შეკითხვასაც დავსვამ რიტორიკულად : როგორ შეიძლება, რომ ეს ინტერესი თუნდაც რომელიმე არაადამიანს სადმე ჰქონდეს, სიცოცხლეს როცა ეხება და ადამიანის ჯანმრთელობას, ვინც არ უნდა იყოს და რა ბნელი და დანაშაულებრივი წარსულის არ უნდა იყოს ის ადამიანი“,- ამბობს მამუკა მდინარაძე.











