ისლანდია ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის ვაქცინა გაკეთებული ექნებათ, ისლანდიაში ტესტირებისა და კარანტინის გარეშე შეეძლებათ შესვლა.
პანდემიის დაწყებიდან ისლანდიაში კორონავირუსით 6,087 ადამიანი დაინფიცირდა.
ვირუსს 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











