ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მინისტრთა კაბინეტს შესაბამისი გეგმა წარუდგინეს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კონფლიქტი კიდევ რამდენიმე დღეს გასტანს.
ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 180 რაკეტა გაუშვა. სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა.











