ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედის გამო, დღეს გლოვის დღეა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გლოვის დღესთან დაკავშირებით დაშვებულია დროშები.
შეგახსენებთ, რომ მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი დაიღუპა. ფესტივალს 100 000 ადამიანი ესწრებოდა.











