ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყანაში 3-კვირიანი, სრულმასშტაბიანი კარანტინის შემოღების შესახებ განაცხადა. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, 18 სექტემბრიდან ქვეყანაში სკოლები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და სასტუმროები დაიხურება.
ინფორმაციას fox32chicago ავრცელებს.
კარანტინის პერიოდი ემთხვევა ებრაული ახალი წლის დღესასწაულს, რომელიც ტრადიციულად ხალხმრავალი შეკრებებით გამოირჩევა.
„ამ ყველაფრის მიზანია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შევაჩეროთ. ვიცი, რომ ეს ნაბიჯები რთული გადასატანია“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, რომ მარტში ისრაელი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პანდემიის გამო საზღვრები დაკეტა და დააწესა მკაცრი შეზღუდვები, რამაც სპეციალისტების შეფასებით, ისრაელს თავიდან ააცილა კორონავირუსის მასობრივად გავრცელება.











