fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ისტორიაში პირველად – საქართველომ რუმინეთის ნაკრები დაამარცხა!

01:08 June 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
827
ნახვა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ქართველი ფეხბურთელები რუმინეთს ესტუმრნენ და ისტორიის განმავლობაში პირველად დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. მასპინძლები უპირატესობას საწყისი წუთებიდანვე დაეუფლნენ და ლაზარე კუპატაძის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს. ყველაზე რეალური შანსი რუმინელებს 38-ე წუთზე ჰქონდათ. მასპინძლებმა საჯარიმო ნიშნულიდან ბურთი ხარიხას გაარტყეს, ეპიზოდის დასასრულს კი ჩვენმა გოლკიპერმა მეტოქეს ურთულესი ბურთი აუღო და საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა. 42-ე წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა გრიგოლ ჩაბრაძესთან უხეშობის გამო მოედნიდან ფლორინ ტანასი გააძევა და „ჯვაროსნები“ რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდენ.

მეორე ნახევარში სანიოლის გუნდმა უპირატესობა ნელ-ნელა მოიპოვა. 57-ე წუთზე ფრანგმა სპეციალისტმა მოედანზე ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე შემოიყვანა, რომელმაც მატჩის საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს. 61-ე წუთზე კიტეიშვილმა ჯერ გიორგი მიქაუტაძეს სადებიუტო გოლი გაატანინა, 71-ე წუთზე კი ლობჟანიძემ გიორგი აბურჯანიას ასევე სადებიუტო გოლში საგოლე გადაცემა ჩაიწერა. თუმცა, მანამდე რუმინელებს ანგარიშის გათანაბრების 100%-იანი შანსი მიეცათ. 65-ე წუთზე მასპინძლებმა სახიფათო შეტევა წამოიღეს, რა დროსაც ჩვენს საჯარიმოში საბა კვირკველია ანდრეი ივანის წინააღმდეგ დაჯარიმდა. მატჩის არბიტრმა ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, კვირკველიას კი მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბედნიეროდ, რაზვან მარინმა პენალტი არაზუსტად შეასრულა და ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 0:1 ძალაში დარჩა. დარჩენილ დროში რუმინეთმა ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლო. ლაზარე კუპატაძის კარში გოლი ანდრეი ივანმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა მოიგო, თანაც ისეთ მეტოქესთან, რომელთანაც აქამდე გამარჯვება არ გვქონდა.

ჩვენი ფეხბურთელები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 6 ივნისს, სტუმრად ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ.

თეგები: საქართველო-რუმინეთი

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია