იტალიის ხელისუფლება შობისა და ახალი წლის პერიოდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შესაძლოა იტალია ე.წ. წითელ ზონად გამოცხადდეს, გაიზარდოს ღამის კომენდანტის საათის ხანგრძლივობა, აიკრძალოს საჭიროების გარეშე ქუჩაში გადადგილება, უქმეებზე დაიხუროს მაღაზიები, ბარები და რესტორნები.
იტალიის მთავრობა გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღის ბოლოს მთავრობის წევრებსა და ექიმების ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღებს.











