იტალიამ 12 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც 28 მაისს ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.
„დღეს ძალიან კარგი დღეა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად მოხდეს პანდემიაზე კონტროლის დამყარება და აღდგეს შეჩერებული საქმიანობები“,- განაცხადა ნეაპოლის მერმა.
პანდემიას დაწყებიდან დღემდე იტალიაში კოვიდით ინფიცირების 4,223,200 შემთხვევაა გამოვლენილი.











