იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ერთ-ერთი პაციენტი კორონავირუსის ახალი შტამითაა ინფიცირებული. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ცნობილია, პაციენტი და მისი პარტნიორი გაერთიანებული სამეფოდან რამდენიმე დღის წინ ავიარეისით დაბრუნდნენ და ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან.
ამასთან, იტალიამ დიდ ბრიტანეთთან ფრენები უკვე შეწყვიტა.
„ცოტა ხნის წინ ლონდონში აღმოჩენილი კორონავირუსის ვარიანტი შემაშფოთებელია და ის მეცნიერების მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს. მანამდე კი მაქსიმალჯური წინდახედულობის გამოჩენას ვამჯობინებთ“,- განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც შედარებით სწრაფად გავრცელებადია.
ამომწურავი ინფორმაცია ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება











