იტალიაში, შესაძლოა, ლოკალური კარანტინი დაწესდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
„დღესდღეობით იტალიაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში და ჩვენ უკეთესადაც ვართ მომზადებული, ჯანდაცვის სისტემაც გაცილებით კარგად არის მომზადებული“,- განაცხადა კონტემ.
როგორც კონტემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.











