იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მაღალია სკოლები ერთი თვის განმავლობაში დაიხურება.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება 6 მარტიდან იმოქმედებს და ძალაში 6 აპრილამდე იქნება.
„როგორც ვიცით, კოვიდის ბრიტანული შტამი ახალგაზრდებს აინფიცირებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ე.წ. წითელ ზონებში მდებარე სკოლები დავხუროთ და მოსწავლეები ონლაინ სწავლებაზე გადავიყვანოთ“,- აღნიშნა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა.











