„იწყება ახალი 4-წლიანი პოლიტიკური ციკლი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ მეათე მოწვევის პარლამენტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში პარლამენტს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან.
„დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოუართდება საპარლამენტო მუშაობას. მნიშვნელოვანი არის, რომ საბოლოო ჯამში გაივლო ზღვარი ჯანსაღ და არაჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს მეათე მოწვევის პარალამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომის პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდიანრეობს. ამასთან, დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.











