fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მუშაბას 4 იანვრიდან განაახლებენ

11:22 December 30, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, საახალწლო უქმეების შემდეგ,  მუშაობას 2021 წლის 4 იანვრიდან განაახლებენ და მოქალაქეებს კვლავ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 დან 18:00 საათამდე მოემსახურებიან. ფილიალები მხოლოდ  შობის დღესასწაულზე – 7 იანვარის დაისვენებენ.

4 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოემსახურებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სერვისის მიღება დისტანციურად, პორტალ my.gov.ge -ზე არ შეუძლიათ  ან ესაჭიროებათ ისეთი მომსახურება, რომელიც დისტანციურად არ გაიცემა.

იუსტიციის სახლის სერვისების უმრავლესობა დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა, თუ მოქალაქე  ვერ ახერხებს დისტანციურად სერვისებით სარგებლობას ან ისეთი მომსახურება სჭირდება, რომლისთვისაც ადგილზე ყოფნა აუცილებელია, მაგალითად, პირველადი პირადობის ელექტრონული მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის მიღება, მას შეუძლია, მიმართოს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით.

ისეთ გადაუდებელ მომსახურებას, როგორიც არის გარდაცვალების პირველადი მოწმობის გაცემა,  მოქალაქე კვირის დღეებში მიიღებს ვიზიტის დაჯავშნის გარეშე, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

რაც შეეხება დაბადების მოწმობას, კვირის დღეებში სერვისი გაიცემა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით, ხოლო შაბათ-კვირას – მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

2021 წლიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით იქნება შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge. ელექტრონული სისტემა მომხმარებელს ხუთენოვან სერვისს სთავაზობს – დაინტერესებული პირი ვიზიტის დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე:

  •    ვიზიტისდასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge;
  •   პორტალზეგანთავსებულკალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.

მნიშვნელოვანია, რომ

  •  წინასწარიდაჯავშნისგარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
  •  ფილიალშიმისულპირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის  შენობაში არ დაიშვება.

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები 2021 წლიდან შაბათს და კვირას კვლავ არ იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, შაბათ-კვირას იმ სერვისების გაცემა, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ, დისტანციურად იქნება შესაძლებელი; კერძოდ, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შაბათ-კვირას ელექტრონული ფორმით გასცემს. მოქალაქეს, ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია სურს, შეუძლია, სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიმართოს. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონულ პორტალზე – www.my.gov.ge.

თეგები: იუსტიციის სახლი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

January 1, 2022
796
მთავარი ამბავი

1 თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის შეცვლას უფასოდ შეძლებთ

August 30, 2021
1.1k
საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ადგილზე მომსახურების სერვისი განაახლა

June 8, 2021
782

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია