fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იუსტიციის სამინისტრო: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება

22:28 March 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2021 წლის 9-11 მარტის სხდომაზე ივანე მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ყველა სხვა ასპექტი (მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება) დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ ივანე მერაბიშვილს სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი. 2021 წლის მარტის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, უზრუნველყოს საგამოძიებო ღონისძიებების ამომწურავად ჩატარება და სარწმუნო დასკვნების მიღება. კომიტეტის მიერ მოწონებულ იქნა ქართული მხარის ინიციატივა გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე, რაზეც კონსულტაციები გაიმართება მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.

კომიტეტის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს დაეფუძნოს რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივანე მერაბიშვილის საქმის განხილვას 2021 წლის სექტემბრამდე აღარ დაუბრუნდება. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმე 2017 წლის ნოემბერში განიხილა და დარღვევა მხოლოდ ერთ ნაწილში − საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდში დაადგინა. მერაბიშვილის პატიმრობა დიდმა პალატამ კანონიერად მიიჩნია. მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით იკრიბება წელიწადში ოთხჯერ − მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

თეგები: ვანო მერაბიშვილიიუსტიციის სამინისტრო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

იუსტიციის სამინისტრო სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათებს აწესებს

September 1, 2021
960
საზოგადოება

რატი ბრეგაძე – მადლობა მიდნა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, იმისათვის, რომ პირველად ამ ქვეყანაში გაჩნდა გრძელვადიანი ხედვა

August 4, 2021
788
საზოგადოება

იუსტიციის სამინისტრო “ნამახვანჰესის” პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

May 29, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია