იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ 60-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ლეტალობის მაჩვენებელი 14 %-ს აღემატება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
როგორც ჩხაიძე აცხადებს, მსგავს ასაკობრივ კატეგორიაში, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 14 ლეტალური შედეგით სრულდება.
„ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ ასაკობრივ ჯგუფში, ყოველი 100 ინფიცირებულიდან 14 ლეტალური გამოსავლით მთავრდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძირითადი აქცენტი ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციაზე უნდა გაკეთდეს. დღეისთვის, საქართველოში, 60 წლის ზემოთ, 500 000 ადამიანია ვაქცინაციის გარეშე. ესაა ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელთა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც, ლეტალობის მაჩვენებელი მართლაც ძალიან მაღალი, 14%-ია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ინფორმაციის მიწოდებით“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ცნობისთვის, 23 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით 62 ადამიანი გარდაიცვალა.











