fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გამართულ ვიდეოკონფერენციას დაესწრო

17:51 September 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში შემავალი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა, ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა  ჯორჯინა ბეიქერმა, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კოენ დევიდსმა.

შეხვედრა ვიდოკონფერენციის ფორმატში შედგა და მას აღნიშნულ რეგიონში შემავალი 13 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და მსოფლიო ბანკის მმართველი დაესწრო.

მონაწილეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკაში არსებული გამოწვევები, ასევე როგორი შეიძლება იყოს საერთაშირისო ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის როლი, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ისე ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესში.

საქართველოზე საუბრისას, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბანკი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

სიტყვით გამოსვლისას, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში დღეს არსებულ ვითარებაზე, პანდემიის დაწყებიდან, ვირუსის გავრცელების შეკავების მიმართულებით გადადგმულ ეფექტურ ღონისძიებებზე, ხაზი გაუსვა რა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად, 5 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა,  თუმცა მას შემდეგ  მოჰყვა 2020 წელი – პანდემიის წელი. Covid-19-მა სტრესის ქვეშ დააყენა როგორც გლობალური ჯანდაცვა, ისე სოციალური და ეკონომიკური სისტემები. შოკის სიმძლავრე იმდენად დიდია, რომ მტკიცე საგარეო ჩართულობის გარეშე, მისი დაძლევა შეუძლებელია, განსაკუთრებით, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა იყო ძალიან დროული და არსებითი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკმა საქართველოში 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის  ინიცირება მოახდინა.

„ეს არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სოციალური მხარდაჭერის სრულყოფაში. ასევე, ხაზგასასმელია ბანკის დახმარება ჯანდაცვას  სფეროში, რამაც  საშუალება მოგვცა, დროულად გვქონოდა წვდომა ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელ  აღჭურვილობაზე“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის აღდგენისთვის აუცილებელ ერთობლივ ძალისხმევას.

„ის შედეგები, რომელიც აისახა ეკონომიკაზე, იქნება გრძელვადიანი. Covid-ის შემდგომი ეკონომიკები არ იქნება ისეთივე, როგორიც იყო Covid-ის  წინა პერიოდში, რაც მოითხოვს შესაბამისი ქმედებების  განხორციელებას  ეკონომიკის აღსადგენად. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვესაჭიროება განუწყვეტელი მუშაობა იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი  გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

თეგები: ივანე მაჭავარიანი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა

June 10, 2021
775
მთავარი ამბავი

ივანე მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს

April 5, 2021
1.1k
ეკონომიკა

ვანო მაჭავარიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და კარგი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ – მამუკა მდინარაძე

March 31, 2021
843

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია