„ივანიშვილის გარემოცვისგან ყველა მიჩვეულია ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ან იმ განცხადებებს, რომელიც შემდეგ საპირისპიროს ნიშნავს. ამიტომ, რა თქვა, მეორე ხარისხოვანია, უნდა ვნახოთ დგამენ თუ არა ნაბიჯებს ყველა იმ პუნქტთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია და რაც პრეზიდენტმა მიშელმა მოხაზა, მათ შორის ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების, მელიას და რურუას გათავისუფლება, რაც დაგვაწყებინებს კრიზისის განმუხტვას. რასაც ადგილზე ვხედავთ, ახალი პოლიტპატიმრების გაჩენის საფრთხეა”,- ამის შესახებ„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხდა.
“ჯერჯერობით, არ მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ რაღაც შეიცვალა. თუ შეიცვლება, ძალიან კარგი. მაშინ უნდა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე მელიას, რურუას და ნებისმიერი ახალი, სხვა პოლიტპატიმრის გარეშე და ამ ნორმალური არჩევნების შედეგად უნდა შეეგუოს ივანიშვილი და მისი გარემოცვა ამომრჩევლის ნებით ძალაუფლების ჩამოშორებას“,- განაცხადა ბოკერიამ.










