fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ივანიშვილი გვიტოვებს მრავალმხრივ კრიზისში ჩაძირულ, გაღატაკებულ ქვეყანას – “ლელო საქართველოსთვის”

18:27 January 11, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
813
ნახვა

“ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩვენების დანიშვნის აუცილებლობა”, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში წერილით მოვიდა და წერილით წავიდა. „ქართული ოცნების“ მისი მმართველობის 8 წლიან პერიოდში ერთადერთ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს მისი წასვლა პოლიტიკიდან.

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა ქართველი ხალხისთვის მიცემული პრაქტიკულად ვერცერთი საკვანძო დაპირება; ქვეყანაში არ გაძლიერდა ეკონომიკა, ეტაპობრივად შემცირდა და საბოლოოდ პრაქტიკულად შეწყდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, საქართველო ამოვარდა გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტების კონტექსტიდან, კორუფციამ გამოფიტა ქვეყანა, ბიზნესი ვერ გათავისუფლდა კლანური გავლენებისაგან, არ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და ქართველი ხალხი დაადგა შეუქცევადი გაღატაკების გზას.

8–წლიანი მმართველობის პერიოდში, სამწუხაროდ, მოხდა სახ ინსტიტუციების სრული დეგრადაცია და დამკვიდრდა არაფორმალური მმართველობის ჰეგემონია.

ჩვენ მივიღეთ ერთი ადამიანის სრულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუცია. მმართველი ძალის სრულ დაქვემდებარებაში გადავიდა მართლმსაჯულების სიტემა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი ძალა ამ ხნის განმავლობაში გამუდმებულ შეტევას ახორციელებდა და დისკრედიტაციას ახდენდა კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა, პოლიტიკური პარტიების და ბიზნესის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ქვეყანაში ისევ გაჩნდა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი საქმეები და გაჩნდნენ აშკარად პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები. ამ პერიოდში ქვეყანამ ვერ შეძლო ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში მცირედი პროგრესის მიღწევაც კი და ქვეყნისათვის ამ უმწვავესი გამოწვევის საერთაშორისო განხილვის საგნად გადაქცევა.

საზოგადოდ საქართველომ დაკარგა საერთაშორისო პოლიტიკისათვის საინტერესო აქტორის როლი და სანდო პარტნიორის იმიჯი.

საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა , როგორც ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი მრავალპარტიული კოალიციის ლიდერი, რომელმაც შემდგომში ჩამოიშორა ყველა პოლიტიკური პარტნიორი და ქვეყანა აქცია ორპარტიული დაპირისპირების პოლიგონად, რაც საბოლოოდ დაგვირგვინდა 31 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებით და ერთპარტიული არალეგიტიმური პარლამენტით.

ბიძინა ივანიშვილმა წინა ორ ვადაშიც ბევრჯერ სცადა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და დღეს 8–წლიანი მმართველობის თავზე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გვიტოვებს ჩამოშლილ ინსტიტუციებს და მრავალმხრივ კრიზისში ჩაძირულ გაღატაკებულ ქვეყანას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა ვადამდელი არჩვენების დანიშვნის აუცილებლობა, ქართველმა ხალხმა სამართლიანი არჩევნების შედეგად უნდა აირჩიოს მისი ნდობით აღჭურვილი ხელისუფლება, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს მისი მმართველობის შედეგად დაგროვილ გამოწვევებს და ქვეყანა გამოიყვანოს შექმნილი ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან“ ,- აღნინულია „ლელოს“ განცხადებაში.

თეგები: "ლელო - საქართველოსთვის"

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„ლელო“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

October 26, 2021
1.8k
პოლიტიკა

„ლელომ“ დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

September 20, 2021
782
პოლიტიკა

პარტია “ლელო” ახალქალაქში ოთხმა წევრმა დატოვა

September 7, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია