fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყანას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ”- ღარიბაშვილი

16:30 August 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
866
ნახვა

„მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარუდგინა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ უბედურებას, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ვერ აარიდა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის, ერთგული მსახურებისთვის და იმ თავგანწირვისთვის, რომელიც 2012 წელს გამოიჩინეთ, მაშინ, როცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყანასა და მოსახლეობას ძალიან დიდი განსაცდელი ავარიდეთ.

რა თქმა უნდა, არის მძიმე დღე. მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო აფხაზეთის ომში დაღუპული ათიათასამდე ჩვენი თანამოქალაქე. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ომი გაგრძელდა 13 თვესა და 13 დღეს, დასრულდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან ეს არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი, ტრაგედია და გაკვეთილი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ და აღარ დავუშვათ არავითარი შეცდომა.

საუბედუროდ, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენმა ყოფილმა, უგნურმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია ვერ აარიდა, რომელიც აგვისტოს ომმა გამოიწვია. შედეგად მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ამას გარდა, კოდორი დავკარგეთ, დავკარგეთ ახალგორი და გვყავს დაახლოებით 25 ათასი დევნილი. ეს არის მწარე გაკვეთილი და რაოდენ გამაოგნებელია ის, რომ ასეთი მემკვიდრეობის დანატოვარი ხელისუფლება, ანუ, ჩვენი ქვეყნის მთავარი დესტაბილიზაციის წყარო და მისი ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, ბელადი ჯერ კიდევ საფრთხეს უქმნის და განსაცდელის წინაშე აყენებს ქვეყნის სტაბილურობას. მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად, ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, არის მშვიდობა, სტაბილურობა და მოქალაქეების თავისუფლება.  კარგად გვახსოვს, აფხაზეთის ომის შედეგად ჩვენი 300 ათასი მოქალაქე დევნილი გახდა. სულ რაღაც ათი წლის წინ, ყოფილმა ხელისუფლებამ 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე გაასამართლა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

January 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

January 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

December 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია