„ქართული ოცნება“ უკვე არის ბიძინა ივანიშვილის გარეშე, მან დატოვა პოლიტიკა. შეიძლება, ზოგისთვის რთული დასაჯერებელია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად, ამის დანახვა ძალიან მარტივი იქნება” – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ შეკითხვას, „ქართული ოცნება“ უკეთესი პარტია იქნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის გარეშე.
„ქართული ოცნება“ უკვე არის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. უკანასკნელად არჩევნებისას, 31 ოქტომბრის საღამოს ვნახე. მე მასთან შეხვედრები არ მაქვს, არც შეტყობინებებს ვუგზავნი, არც ტელეფონით ვესაუბრები. კონტაქტი არ არის. მან დატოვა პოლიტიკა. შეიძლება ზოგისთვის რთული დასაჯერებელია, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ამის დანახვა ძალიან მარტივი იქნება“, – განაცხადა კუჭავამ.











