fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარ დარჩა – წულუკიანი 

23:14 January 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
987
ნახვა

მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის განაჩენის დადგომამდე მედიასთან არ გამოჩენილიყო. ციხის დატოვების შემდეგ მან აჩვენა, რისთვის იღწვოდა როგორც მომლაპარაკებელი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„დავით გარეჯის საქმე არ დასრულებულა, ის გადასულია გადამწყვეტ ეტაპზე. რაც შეეხება იმას, ვინ მანიპულირებს და რაში იყენებს ამ საქმეს თუ მის ფიგურანტებს, ეს ზედაპირზე დევს. მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის განაჩენის დადგომამდე მედიასთან არ გამოჩენილიყო. ციხის დატოვების შემდეგ მან აჩვენა, რისთვის იღწვოდა როგორც მომლაპარაკებელი. რეალურად, უკვე მეორე დღეა ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარაფერი დარჩა. მან ღიად თქვა ის, რასაც პროკურატურა ედავება – ის რაც არაა შენი, როგორ იქნება შენი. პირველ რიგში ის არის თავისი თავის მსხვერპლი, რადგან მან ვერ გაიგო, რაში ედება ბრალი. მას უნდა ავუხსნათ, რომ ბრალი ედება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაში. სისხლის სამართლის კოდექსი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იმდენად ფრთხილად ექცევა, რომ ქმედებას, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის, უკვე დანაშაულად შერაცხავს. მგონია, რომ ეს ყველაფერი ამ ადამიანმა ვერ გაიგო. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ამტკიცებს იმას, რომ პროკურატურა არ ტყუის. რას იტყვის სასამართლო ეს მეორე საკითხია, მაგრამ თუკი პროკურატურას ჰქონდა ის გათვლა, რომ ეს ადამიანი თვითონვე აჩვენებდა საზოგადოებას, სავარაუდოდ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა ჩავთვალოთ, რომ მათ ეს გამოუვიდათ. უკვე მეორე დღეა, ივერი მელაშვილი ეთერიდან გვიქადაგებს იმას, რასაც ედავება პროკურატურა, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. ამას ამბობს მომლაპარაკებელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით ვითომდა სახელმწიფო საზღვრებს იცავდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „ტვ იმედის“ ეთერში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია