ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი გირაოს ოდენობის გასაჩივრებას გეგმავს.
„ეს გადაწყვეტილება უფრო დასჯას ემსახურება და მას არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები. იმ მიზნებისა და შედეგის მიღწევა, რასაც ბრალდების მხარე ასახელებდა, შესაძლებელი იყო უფრო რბილი გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ საქმიანობის შეჩერებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ბრალდებულს შეუნარჩუნდებოდა ანაზღაურება, ახლა ის კი ანაზღაურების გარეშე დატოვეს. მე ვფიქრობ, რომ გირაოს ოდენობას გავასაჩივრებთ, ვინაიდან ის საკმაოდ დიდია ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით“, – განაცხადა მარიკაშვილმა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.











