ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 24 მარტს საქართველოში „ფაიზერის“ 29 500 დოზა ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინის მიმართ საზოგადოებაში უფრო მაღალი ნდობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა ვაქცინას აქვს თანაბარი გართულებები. ამას არ უნდა შევუშინდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ექიმები, რომელთაც არაერთი ტრეინინგი გაიარეს, ამ პროცესებს თავს გაართმევენ“ – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.











