ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული,- ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე კრიტიკული სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა.
„დღეს კლინიკაში მკურნალობს 4 223 ადამიანი. 359 ადამიანი იმყოფება ტრიაჟში და ამ ეტაპისთვის კოვიდისთვის მობილიზებული საწოლფონდი 68 კლინიკაში არის 5 116 საწოლი. თუმცა ამ კლინიკების ბაზაზე დამატების გარეშე გვაქვს 7 267 საწოლის რესურსი. ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ მუშაობს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიზარდოს საწოლფონდის მოცულობა და ასევე კლინიკების ჩართულობა კოვიდში, მაგრამ ყველაზე საყურადღებოდ რჩება ადამიანური რესურსი,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.











