ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ 2022 წელს მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ვაქცინაციას 35-45 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
„ჩვენი შეფასებით, 2022 წელს 35-45 მილიარდი დოლარი დაგვჭირდება, რათა მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის უმეტესობის ვაქცინაცია ვუზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.











