fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჯანმო ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

20:26 March 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.5k
ნახვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საქმის კურსშია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მიწოდებული ასტრაზენეკას ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში. – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ანგარიშებს, სადაც აღნიშნულია აცრილებში სისხლის შედედების იშვიათი  შემთხვევების შესახებ. ამ ეტაპზე ზოგ ქვეყანაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული დამატებითი უსაფრთხოების ზომების შესახებ, სანამ დასრულდება აღნიშნული რამდენიმე შემთხვევის სრული მოკვლევა.

•ხაზგასასმელია ევროპის სამედიცინო სააგენტოს (European Medicines Agency) ფარმაკოზედამხედველობის რისკების შეფასების კომიტეტის პოზიცია, რომ ვაქცინაციის სარგებელი ამეტებს აცრის შემდეგ შესაძლო განვითარებულ რისკს და ვაქცინაცია კვლავ გაგრძელდეს იგივე რეჟიმში, სანამ მიმდინარეობს თრომბოემბოლიების შემთხვევების სრული მოკვლევა.

• ევროპის სამედიცინო სააგენტოს ფარმაკოზედამხედველობის რისკის შეფასების კომიტეტის 10 და 11 მარტს გაკეთებული წინასწარი განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია ამ სახის გართულება. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობას. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინის მიღება გაგრძელდეს, სანამ მიმდინარეობს თრომბოემბოლიების მქონე შემთხვევების შესწავლა.

•ჯანმო–ს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (WHO’s Global Advisory Committee on Vaccine Safety – GACVS) სისტემატურად განიხილავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და შესაძლო პრობლემებს, რათა ჯანმო-ს გაუწიოს შესაბამისი რეკომენდაციები ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

•ჯანმო–ს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი თვალს ადევნებს და შეისწავლის ასტრაზენეკას ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მიმდინარე ანგარიშებს. როგორც კი ჯანმო–ს ამ შესაძლო შემთხვევებზე ექნება სრულყოფილი შეფასება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ ეცნობება, მათ შორის განახლებული რეკომენდაციაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

•ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, გააგრძელონ იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების (adverse events following immunization AEFI) თვალყურის დევნება ნებისმიერი შესაძლო უარყოფითი მოვლენის აღრიცხვისა და იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების გლობალური მეთვალყურეობის მონაცემთა ბაზაში გაზიარების მიზნით.

• COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვერ შეამცირებს სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავ გაგრძელდება, მათ შორის აცრილთა შორისაც, მაგრამ მიზეზშედეგობრივი კავშირი მათ შორის არ იქნება.

•ა.წ. 9 მარტის მდგომარეობით, ჯანმო-ში ქვეყნების მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 268 მილიონზე მეტი დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთდა.

მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომლიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით“

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია