ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ადამიანები ფიზიკურად მეტად აქტიურები უნდა იყვნენ, რადგან ფიზიკურად აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.
„ფიზიკურ დატვირთვას ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს გულისთვის, სხეულისთვის და გონებისთვის. იგი ასევე ხელს უწყობს არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და მართვას, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო და დიაბეტი
ფიზიკური დატვირთვა ამცირებს დეპრესიისა და შფოთის სიმპტომებს
მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონით ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა, ხალხი რომ მეტად იყოს დაკავებული სპორტით, როგორიცაა მაგალითად, სიარული ან სირბილი. „ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანია, ყველამ უნდა ვიმოძრაოთ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.











