რთული კოვიდვითარების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთის დასახმარებლად პერსონალსა და სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის.
შემთხვევების მატების გამო 29 აპრილიდან 17 მაისამდე სრული კარანტინი გამოცხადდა თურქეთში. პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, შეიზღუდება გადაადგილება, შეჩერდება სასწავლო პროცესი, დასაქმებულების ძირითადი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავა და დაიხურება ბიზნესობიექტები.
ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნას განიხილავს გერმანიის მთავრობა.
ამერიკის შეერთებული შტატები კი, მომდევნო თვეებში AstraZeneca-ს ვაქცინის 60 მილიონამდე დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.











