ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კოვიდის ინდური შტამი 44 ქვეყანაშია გამოვლენილი.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ჯანმოს ინფორმაციით, ინდოეთის გარეთ შტამის ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთშია დაფიქსირებული.
ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 160 მილიონს გადააჭარბა.











