მსოფლიოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
არსებული ცნობით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს კიდევ 5 537 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა კი, ინდოეთში, აშშ-სა და ბრაზილიაში გამოვლინდა.
ჯანმოს ცნობით, შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში 306 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











