ჯანმო ორსულებს მონაცემთა ნაკლებობის გამო, Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას არ ურჩევს.
ექსპერტები ორსულებს ურჩევენ, თავი აარიდონ Moderna-ს ვაქცინის მიღებას, თუ ისინი არ არიან ჯანდაცვის მუშაკები იმ დაწესებულებებში, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ ან თუ მათ ისეთი სამედიცინო მდგომარეობა აქვთ, რაც კორონავირუსით სიკვდილიანობის საფრთხეს შეიცავს.
„მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა ქალებს COVID-19-ის მწვავე რისკის ქვეშ აყენებს, ამ ვაქცინის გამოყენება ორსულ ქალებში ამჟამად რეკომენდებული არ არის, თუ ისინი ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ არ არიან“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში.











