ჯანმოს გენერალური დიერქტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი Pfizer და BioNTech-ის ვაქცინის კვლევის შედეგებს იმედის მომცემ ამბად აფასებს.
გერმანული ბიოინჟინერული კომპანია BioNTech და ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Pfizer-ი ვაქცინისი კლინიკური გამოცდის წარმატებული შედეგის შესახებ იტყობინებიან. ვაქცინამ კორონავირუსის შეჩერების მიმართულებით 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
აშშ ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადას ნოემბერშივე გააკეთებს.
„მივესალმებით იმედისმომცემ ამბავს Pfizer და BioNTech-ის ვაქცინაზე და მივესალმებით ყველა იმ მეცნიერს და პარტნიორს მთელ დედამიწაზე, ვინც მუშაობს ახალი უსაფრთხო და ეფექტური ინსტრუმენტის შემუშავებაზე COVID-19-ის წინააღმდეგ”, – წერს გებრეიესუსი Twitter-ზე.
მან ინქვე განმარტა, რომ სამყარო გადის უპრეცედენტი სამეცნიერო ინოვაციებს და თანამშრომლობას, რაც პანდემიის დასრულებას ემსახურება.











