ახალი კორონავირუსის „მიზანია“ გახდეს ენდემიკი – ამის შესახებ ჯანმოს პროფესორმა დევიდ ჰეიმანმა განცახდა.
„როგორც ჩანს, Covid-19 ისეთივე ენდემური გახდება, როგორ ადამიანის დანარჩენი ოთხი კორონავირუსი. ის გააგრძელებს გამრავლებას და მუტაციას ადამიანის უჯრედებში“ – ამბობს სპეციალისტი.
ჰეიმანის თქმით, კაცობრიობას გააჩნია სიცოცხლის გადარჩენის ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც, ადამიანები ისწავლიან ცხოვრებას ამ ვირუსთან ერთად.
ჯანმოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, მარკ რაიანი დარწმუნებულია, რომ COVID-19 ენდემურ ვირუსად გადაიქცევა.
„შესაძლო სცენარი გულისხმობს, რომ ვირუსი გახდება მორიგი ენდემიკი, რომელიც დარჩება საფრთხედ, მაგრამ დაბალი რისკის საფრთხედ ვაქცინაციის გლობალური პროგრამის ფარგლებში“ – აკონკრეტებს ექსპერტი.
რაიანი დასძენს, რომ ვაქცინის არსებობა, თუნდაც ძალიან ეფექტური იყოს ის, არ იძლევა ინფექციური დაავადების ამოძირკვის გარანტიას. მას საკმაოდ მაღალი თამასა აქვს, რათა მისი დაძლევა ამ სახით მოხერხდეს.
ინფექციონისტი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მომდევნო პანდემია შესაძლოა გაცილებით სერიოზული იყოს, ვიდრე მიმდინარეა.
„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ სამყაროში. ეს საფრთხეები სენარჩუნდება. თუ რამე შეიძლებოდა გვესწავლა ამ პანდემიისგან მთელი მისი დანაკარგებითა და ტრაგედიებით, არის ის, რომ აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ, ვინც დავკარგეთ და ყოველდღიურად უფრო სრულყოფილი გავხადოთ ჩვენი მოქმედებები“ – განაცხადა მან.
ენდემური ინფექციები არის დაავადებები, რომელთა გამომწვევი აგენტები მუდმივად არსებობენ გარკვეულ არეალში. ენდემური დაავადებებია მალარია სუბტროპიკულ აფრიკაში, ან ქოლერა ინდოეთში.











