ინდოეთში კოვიდსიტუაცია შემზარავია, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
„ჯანმო ყველაფერს აკეთებს, რაც შეგვიძლია. ინდოეთს აღჭურვილობასა და მარაგებს ვაწვდით, მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორებს, ასაწყობ მობილურ საველე საავადმყოფოებსა და ლაბორატორიულ მასალებს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.











