კანადაში კორონავირუსის მესამე ტალღა წინა ორ ტალღასთან შედარებით უფრო სერიოზულია, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტრიუდოს განცხადებით, ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა იზრდება.
„დასასრული ნამდვილად ჩანს, მაგრამ ჩვენ ჯერ იქამდე არ მიგვიღწევია, კოვიდის მესამე ტალღა უფრო სერიოზულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს. ვაქცინას მოქმედების საშუალება უნდა მივცეთ“,- განაცხადა კანადის პრემიერმა.











