შიდა ტურიზმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხვამლის მთას ეწვია.
„ხვამლის მითოლოგიური მთა! კავკასიის გზაჯვარედინზე. რამდენ ჯერ ამოუხსნელ საიდუმლოს ინახავს!“, – წერს პრეზიდენტი Facebook-ში.




შეგახსენებთ, საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარების ფარგლებში, პრეზიდენტმა წამოიწყო კამპანია – #იმოგზაურესაქართველოში; #ერთადაღმოვაჩინოთსაქართველო. ის ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს უკვე ეწვია და ღირსშესანიშაობები მოინახულა.











