სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო დაგეგმილ ლიკვიდაციაზე საუბრისგან თავს იკავებს და აღნიშნავს რომ საზოგადოება ინფორმაციას პრესსამსახურისგან გაიგებს.
„ვერაფერს ვერ გეტყვი პერიოდულად გაიგებთ ჩვენი პრესსამსახურის მხრიდან”
კითხვაზე თუ რატომ არ კეთდება განმარტებები საქმის მასალებზე, ლილუაშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით არ შეიძლება და ვერაფერს იტყვის.
ცნობისთვის, 15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა.
მისივე თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.
16 ივნისს, კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დავალებებს „ყოველთვის ასრულებენ“. მისივე თქმით, გაბუნიამ მას და მთელს რუსეთს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც „მუხლებზე უნდა დადგეს და ბოდიში მოიხადოს“.











