„ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებთ”, – ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვას.
„არ მიწყინოთ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ზოგადად ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით წასვლას არ ვაპირებთ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, – განაცხადა თურნავამ.











