აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „დემოკრატიის ალს“ ამერიკაში ვერაფერი ჩააქრობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„დემოკრატიის ალი ამ ქვეყანაში დიდი ხნის წინ დაინთო. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვერც პანდემია და ვერც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ამ ალს ვერ ჩააქრობს. ახალი ფურცელი გადავშალოთ, როგორც ეს მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში გაგვიკეთებია, გავერთიანდეთ, გავჯანსაღდეთ“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა კოლეგიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა.











