ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ენმს ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
„შეშფოთებულები ვართ ნიკა მელიას დაკავებით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ესკალაციას და ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ“ – წერს სალივანი „ტვიტერზე“.
As @StateDeptSpox says, we are concerned by Nika Melia’s arrest in Georgia and call on all sides to avoid escalation and return to negotiations in support of Georgian democracy. https://t.co/dOaIldCQ50
— Jake Sullivan (@JakeSullivan46) February 23, 2021











