fbpx
18/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჯო ბაიდენის პოლიტიკური გზა – ფაქტები ბიოგრაფიიდან

16:39 November 5, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
3.9k
ნახვა

ამერიკა რიგით 46-ე პრეზიდენტის არჩევის მოლოდინშია. ბაიდენის 264 ხმა ტრამპის 214 ხმის წინააღმდეგ – FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა ფარდობა სწორედ ასეთია.

რა გზა გაიარა ჯო ბაიდენმა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატობამდე:

|პოლიტიკური კარიერა

  • 1973-დან 2009 წლამდე ჯო ბაიდენი დელავერის შტატის სენატორის პოსტს იკავებდა.  სენატში ყოფნის დროს, ბაიდენმა სახელი გაითქვა როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა. ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა.
  • 2009 – 2017 წლებში ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
  • „ამერიკის საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი“, „ამერიკის ისტორიის ლომი“,- სწორედ ამ სიტყვებით დაახასიათა 2017 წელს ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენი.
  • 2017 წელს ბარაკ ობამამ ბაიდენი დააჯილდოვა საპრეზიდენტო მედლით „თანამემულეებისადმი რწმენისთვის, სიყვარულისა და სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა“.

ცნობისთვის, აღნიშნული მედალი სამოქალაქო პირებს აშშ-ის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში, ასევე მსოფლიოსა და აშშ-ში საზოდაგადოებრივ–კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გადაეცემათ.

  • ბაიდენი ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო აქტი მიიჩნევა, რომლის დამტკიცებისთვისაც მან ბევრი იბრძოლა.

 

|ბაიდენი და საქართველო

  • 2009 წლის 22 ივლისს, ჯერ კიდევ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ჯო ბაიდენი საქართველოს ესტუმრა და განაცხადა, რომ „აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი კვლავაც გაგრძელდება“. მაშინ ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ  „საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს“.
  • 2019 წლის 16 თებერვალს ბაიდენმა მოდერატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ NATO-ს პარტნიორებს, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა, მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ, რათა რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ. ცნობისთვის, მოდერატორი დაინტერესდა, თუ როგორ ხედავს ჯო ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსს იმ დარღვევების გათვალისწინებით, რაც კრემლმა მათ შორის, დონბასის ოკუპაციითა და საქართველოში შეჭრით განახორციელა.
  • თუ ბაიდენი არჩევნებში გაიმარჯვებს, ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი (77 წლის) პრეზიდენტი იქნება.

 

ფაქტები ბაიდენზე

  • 2014 წელს ბაიდენი ამერიკის მთავრობის ნაკლებად შეძლებულ წარმომადგენლად აღიარეს.  ის ყველაზე შეძლებულ მთავრობის წარმომადგენლებს შორის 581-დან 577-ე ადგილზე იყო.
  • ბაიდენის საყვარელი ფილმია „ცეცხლის ეტლები“ (Chariots of Fire)
  • ბაიდენს საოცრად უყვარს ნაყინის ჭამა.
  • ერთხელ მან რეპორტიორი საჭიდაოდ გამოიწვია.

Joe Biden just challenged @igorbobic to a wrestling match

— Ben Jacobs (@Bencjacobs) September 13, 2019

| ადრეული წლები

ჯო ბაიდენმა ბავშვობა სკრენტონში (პენსილვანია) გაატარა. როდესაც ბაიდენი 10 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად დელავერის შტატში გადავიდა. სახლში, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, სამი საწოლი იდგა.  ბავშვობაში ბაიდენს საუბრისას ენა ებმებოდა, რის გამოც კლასები ხშირად დასცინოდნენ. ამიტომ ბაიდენი მუდმივად ცდილობდა, ლაპარაკის დაწყებამდე შინაარსი კარგად გაეაზრებინა, რათა შეცდომა არ დაეშვა.

ბაიდენმა, მისი პირველი ცოლი ნეილია ჰანთერი ბაჰამას კუნძულებზე, კოლეჯში სწავლის პერიოდში გაიცნო. მეორე პაემანზე ჯოს საკმარისი ფული არ ჰქონდა, რომ რესტორნის ანგარიში გადაეხადა. თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო, ნეილიამ მას 20-დოლარიანი მაგიდის ქვეშ მიაწოდა.

როდესაც ბაიდენი ნეილიას დედას პირველად შეხვდა, ქალმა ჰკითხა  – რის გაკეთებას გეგმავდა სამომავლოდ. ბაიდენმა კი უპასუხა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტობას აპირებდა.

ბაიდენი და ნეილია 1966 წელს დაქორწინდნენ. ბაიდენს ორი ვაჟი (ჰანტერი და ბო) შეეძინა. 1970 წელს ბაიდენმა თქვა, რომ მას ძალიან უნდოდა ქალიშვილი ჰყოლოდა. მოგვიანებით, მათ ქალიშვილი, ნაომი შეეძინათ.

1967 წელს სირაკუზის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლაში სწავლის პერიოდში, ბაიდენმა ნეილიას ლეკვი უყიდა და სახელად „სენატორი“ დაარქვა. 1972 წელს, ყველასათვის გასაოცრად, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა.

|ოჯახური ტრაგედია

სენატორად არჩევიდან რამდენიმე კვირაში, ახალგაზრდა ბაიდენს თავს უბედური შემთხვევა დაატყდა. საშობაო საჩუქრებზე წასული მეუღლე ნეილია და 13 თვის ნაომი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მისი ორივე ვაჟი, ჰანტერი და ბო კი საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს.

ახალარჩეულ სენატორ ბაიდენს 1973 წლის დასაწყისში ფიცი უნდა დაედო. თუმცა, იმის გამო, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ორი შვილი საავადმყოფოში ჰყავდა, ბაიდენს ფიცის დადება თავისი შვილების პალატაში მოუწია.

2015 წელს ბაიდენის მეორე შვილი, ბო ბაიდენი ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით დაიღუპა.

1977 წელს ბაიდენი მეორედ, ჯილ ჯეიკობს ტრეისიზე დაქორწინდა, რომელიც დღემდე მისი ცოლია. ჯოს და ჯილს 1981 წელს ქალიშვილი შეეძინათ.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო პორტალი PTN.ge

თეგები: საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-შიჯო ბაიდენი

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ბაიდენი: პირდაპირი ვიყავი პუტინთან საუბრისას. მკაფიოდ ვუთხარი, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას მოჰყვება მძიმე შედეგები, ისეთი ეკონომიკური შედეგი, როგორიც მას არასდროს უნახავს

December 9, 2021
875
მსოფლიო

ტრამპი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ ვიდეოსამიტს ეხმაურება

December 8, 2021
839
მსოფლიო

ტრამპი: ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა

December 7, 2021
811

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია