ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხე კვლავ რეალურია. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„,მინდა, რომ ეს ლოქდაუნი ქვეყანაში ბოლო იყოს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნაბიჯი გადაიდგა პანდემიის დასამარცხებლად, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ არ გვაქვს ჯერჯერობით საკმარისი ინფორმაცია ვაქცინების ეფექტურობის შესახებ, რამდენად ამცირებს ის ინფექციას“,- განაცხადა ჯონსონმა.
ცნობისთვის, 15 თებერვლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 15-მა მილიონმა ადამიანმა კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო.











