ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის. ისინი კი სანქციებს მიწესებენ,- ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა. ინფორმაციას thegaltimes-ი ავრცელებს.
როგორც კადიროვმა განაცხადა, აშშ-ისგან განსხვავებით მან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია.
„ჩვენ გავანადგურეთ საერთაშორისო ტერორიზმი. ნობელის პრემია უნდა მომცენ ტერორიზმზე გამარჯვებისთვის. ისინი კი სანქციებს მიწესებენ. უსამართლობაა!“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ რამზან კადიროვს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა, რომლის მიხედვითაც, მათ ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.











