fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კალაძე: 4 წლის შემდეგ, თბილისი ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში

12:20 September 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
767
ნახვა

„ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე სხვადასხვა მშენებლობას, შედეგი კი სახეზეა – 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს  დაცვის მიმართულებით“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოს დაცვა და სამომავლოდ, მსგავსი პროექტების განსახორციელებლად 240,000,000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

„ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რა თანხები იხარჯებოდა წინა წლებში დედაქალაქში იმისთვის, რომ მწვანე სივრცეები შექმნილიყო. მწვანე სივრცეების შექმნა კი არა, პირიქით მათ ხარჯზე მშენებლობები და კორპუსების ჩადგმა ხდებოდა. ეს იყო მავნე პრაქტიკა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ერთხელ და სამუდამოდ ამ ქალაქში ქაოტური განაშენიანება დაასრულა. ჩვენ წერტილი დავუსვით რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე, კორპუსების და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის აშენებას. შედეგი სახეზეა – 2021 წელს 161,372,700 ლარი იხარჯება გარემოს  დაცვის მიმართულებით. გვინდა, რომ 240,000,000 ლარზე ავიყვანოთ ეს ხარჯი და ქალაქი კიდევ უფრო მწვანე გავხადოთ. გპირდებით, რომ ოთხი წლის შემდეგ, თბილის ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება ევროპაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მომავალი წლის დაგეგმილი ბიუჯეტისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაცია დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი 1, 700, 000, 000 ლარამდე გაიზრდება.

მისი თქმით, ეს ნიშნავს ორჯერ მეტ თანხას თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

„ჩვენი დაგეგმილი ბიუჯეტი არის 500 მილიონი ლარით მეტი  – ეს არის 1,700,000,000 ლარი თბილისისთვის. 2012 წელს თბილისის ბიუჯეტი 656,539,000 ლარს შეადგენდა, 2017-ში – 825,933,000 ლარს. ჩვენ წინა არჩევნებზე დავპირდით მოსახლეობას, რომ ბიუჯეტი გახდებოდა ერთი მილიარდი ლარი. ეს დაპირება ჩვენ გადაჭარბებით შევასრულეთ და 2021 წელს უკვე გვქონდა 1,226,976,000 ლარი.

ჩვენი გეგმა და მიზანი არის, რომ მომდევნო წლებში დედაქალაქის ბიუჯეტი გაიზარდოს 1, 700, 000, 000 ლარამდე. ეს ნიშნავს ორჯერ მეტ თანხას თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის – 900 მილიონი ლარი. 2012 წელს ამ მიმართულებების პროექტებისთვის დაიხარჯა 356,281,200 ლარი,  2017 წელს – 299,331,800 ლარი, ხოლო 2021 წელს – 457,686,600 ლარი“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

ამასთან, ირაკლი ხმალაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში 100 მილიონით მეტი თბილისის  ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის იქნება გამოყოფილი.

„2012 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისთვის დაიხარჯა 152,213,200 ლარი,  2017 წელს – 320,809,100 ლარი, ხოლო  2021 წელს – 354,998,600 ლარი. ჩვენი დაპირებაა, რომ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად ხარჯები 450,000,000 ლარით გაიზარდოს. ასევე, დედაქალაქის ახალი ბიუჯეტით, 240 მილიონი თბილისის გარემოს  დაცვის მიმართულებით გამოიყოფა. რაც შეეხება წინა წლებს, 2012 წელს ამ მიმართულებისთვის 14,429,600 ლარი დაიხარჯა, 2017 წელს– 73,111,800 ლარი, ხოლო 2021 წელს – 161,372,700 ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
770
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია