დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
კახა კალაძე ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა – ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს.
სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას.
კითხვები რომელიც არსებობს უნდა მოყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს“,- წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.











