fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

კახა კალაძე: ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც მე ვეყრდნობი

20:48 August 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
789
ნახვა

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა.

მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, დღეიდან, თბილისელებს აქვთ ადგილი, სადაც საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შეეძლებათ.

„დღეს, წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა – იხსნება ჩემი საარჩევნო შტაბი, თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ დღეიდან თბილისელებისთვის იქნება ადგილი, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, სადაც მათ ელოდებიან, უსმენენ და მათთან ერთად გეგმავენ თბილისის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქალაქის განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, სწორედ მოსახლეობის მხარდაჭერის შედეგია.

„ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა, ჩვენი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის შედეგია. რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, იყო პრობლემები, რასაც მარტო ვერ დავძლევდით. ჩვენ ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას, ერთად ვიყავით მაშინაც, როდესაც უხილავი მტრის გამოჩენით მიღებული დარტყმა შოკისმომგვრელი იყო არა მხოლოდ თბილისისთვის ან საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პანდემია“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა მოსახლეობის სოლიდარობა და ურთიერთთანადგომა.

„გავა დრო და პანდემია დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება პირადად მე, ის დიდი თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმენიც ყველანი ვიყავით – ბიზნესის მხარდაჭერა; სრული მობილიზაცია; მაღაზიებში საკუთარი ოჯახისთვის ნაყიდი პროდუქტის და ნივთების განაწილება და გადაცემა იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა ამ რთულ ვითარებაში; მოხალისეებად ქცეული ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რათა მარტოხელა მოხუცებისთვის, სოციალურად დაუცველი პატარებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა საკვები და ჰიგიენის საშუალებები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს თანადგომისთვის.
დიახ, ეს ქალაქი იყო და მომავალშიც იქნება მაგალითი დიდი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომის და სოლიდარობის. სწორედ ეს არის ის ძალა, რასაც ვეყრდნობი, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში. უფრო მეტი განათლება, უფრო მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცე, მეტი ახალი საბავშვო ბაღი, მეტი შრომა იქნება მომავალი 4 წლის გეგმა და მიზანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი წარუდგინა. საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის, მთავრობის და საკრებულოს წევრები.

თეგები: კახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
769
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია