თბილისის მერი კახა კალაძე რეჟისორისა და მსახიობის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩვენს შორის აღარ არის ყველასათვის საყვარელი მსახიობი – გოგი ქავთარაძე. ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ის იყო თანამებრძოლი და უფროსი მეგობარი. ვიზიარებ მისი ოჯახის და მეგობრების დიდ მწუხარებას“, – წერს კალაძე.
რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.











